ლევან ჟორჟოლიანი – რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ხელისუფლებამ მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და მუშაობს, რომ ეკონომიკური ზრდა ყველა მოქალაქემ იგრძნოს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ხელისუფლებამ შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. იგი გამოეხმაურა ევროკომისიის კვლევას, რომლის მიხედვითაც საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.

საქართველოს ხელისუფლებამ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად მოახერხა ქვეყანაში სიმშვიდის, მშვიდობის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ევროკომისიის კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, კვლევის შედეგები რამდენიმე ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული და მათ შორისაა, როგორც ეკონომიკური ზრდა, ისე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.
„ხელისუფლებამ მოახერხა უზრუნველეყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ბოლო წლების განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 9.3%. ასევე, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ აღნიშნული ეკონომიკური ზრდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ იგრძნოს აღნიშნული საკუთარ თავზე. მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც გატარდა მმართველობის მიმართულებით და კორფუციასთან ბრძოლის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.