ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

პრემიერ-მინისტრი Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა • POSTV

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს კრის სუოპაკიჯ ჩეარავანონტს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში სტრატეგიული პროექტების, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის, აგრეთვე ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები.

პრემიერ-მინისტრი Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა • POSTV
პრემიერ-მინისტრი Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა • POSTVPOSTV

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის, Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარე კრის სუოპაკიჯ ჩეარავანონტს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტებს და მათ მნიშვნელობას დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებაში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პოტენციალი და განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით ქვეყანაში არსებული რესურსები.

პრემიერ-მინისტრმა აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება უცხოურ ინვესტიციებს და ინვესტორებს სტაბილურ, პროგნოზირებად და მიმზიდველ ბიზნესგარემოს სთავაზობს.

ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატი Charoen Pokphand Group-ი სხვადასხვა სექტორში საქმიანობს, მათ შორისაა საკვებისა და აგრობიზნესის, საცალო და ელექტრონული ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის, ფინანსებისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებები. კონგლომერატი წარმოდგენილია 23 ქვეყანაში, ჰყავს 456 ათასზე მეტი თანამშრომელი და მისი წლიური ბრუნვა 100 მილიარდ დოლარს აღემატება.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.