პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერ-მინისტრი Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს მთავრობაეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს კრის სუოპაკიჯ ჩეარავანონტს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის და ენერგეტიკის სექტორის პროექტები.

პრემიერ-მინისტრი Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის, Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარე კრის სუოპაკიჯ ჩეარავანონტს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტებს და მათ მნიშვნელობას დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებაში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პოტენციალი და განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით ქვეყანაში არსებული რესურსები.

პრემიერ-მინისტრმა აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება უცხოურ ინვესტიციებს და ინვესტორებს სტაბილურ, პროგნოზირებად და მიმზიდველ ბიზნესგარემოს სთავაზობს.

ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატი Charoen Pokphand Group-ი სხვადასხვა სექტორში საქმიანობს, მათ შორისაა საკვებისა და აგრობიზნესის, საცალო და ელექტრონული ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის, ფინანსებისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებები. კონგლომერატი წარმოდგენილია 23 ქვეყანაში, ჰყავს 456 ათასზე მეტი თანამშრომელი და მისი წლიური ბრუნვა 100 მილიარდ დოლარს აღემატება.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოპრემიერ-მინისტრი Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობოპრემიერ-მინისტრი Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა
  3. POSTVსამთავრობოპრემიერ-მინისტრი Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა • POSTV
  4. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group - ის (CP Group) თავმჯდომარეს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები