პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group - ის (CP Group) თავმჯდომარეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს კრის სუოპაკიჯ ჩეარავანონტს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები სხვადასხვა სექტორში და ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ენერგეტიკის პოტენციალზე.

მარიამ ქვრივიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group - ის (CP Group) თავმჯდომარეს შეხვდა
რუსთავი 2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group - ის (CP Group) თავმჯდომარეს კრის სუოპაკიჯ ჩეარავანონტს შეხვდა.

შეხვედრაზე სხვადახვა სექტორში შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, ლიბერალური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, ასევე ბიზნესის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამებზე.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომელსაც მთავრობა მსოფლიოში აპრობირებული „ლენდლორდის“ მოდელით ავითარებს, აგრეთვე რკინიგზის მოდერნიზაციაზე და თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტზე.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის პოტენციალზე, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ასევე ხაზი გაესვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის მიმდინარეობას.

ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატი Charoen Pokphand Group-ი 23 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 456 ათასზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ბიზნეს გაერთიანება სხვადასხვა სექტორში საქმიანობს, მათ შორისაა, საკვებისა და აგრობიზნესის, საცალო და ელექტრონული ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის, ფინანსებისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებები.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინვესტიციების საააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე დაესწრნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერ-მინისტრი Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოპრემიერ-მინისტრი Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა
  3. პირველი არხისამთავრობოპრემიერ-მინისტრი Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა
  4. POSTVსამთავრობოპრემიერ-მინისტრი Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა • POSTV
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ის პრეზიდენტსა და თავმჯდომარეს, ჭანგ იულიანგს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები