ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ბიზნესგარემო, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა და შუა დერეფნის სტრატეგიული როლი. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდაპირველი არხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორსა და განახლებადი ენერგიის ათვისების მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე აღნიშნულ სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლს, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება მსხვილი საერთაშორისო კომპანიების შემოსვლას და მზად არის, ხელი შეუწყოს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას დამატებით სტიმულს მისცემს.

DBH Group-ი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესჯგუფია, რომელიც 26 შვილობილ საწარმოს აერთიანებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა,უძრავი ქონება, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ბიოტექნოლოგია და სასტუმრო ბიზნესი.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.