პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერ-მინისტრი Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორსა და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორსა და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ჰაზემ ბენ-გასემს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საავიაციო სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს საავიაციო და ტურისტული სექტორების სწრაფ ზრდას, ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლასა და ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტს, რასთან დაკავშირებითაც Changi Airports International-მა თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა. პროექტის მიხედვით, აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 20 მლნ-მდე მგზავრი იქნება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გლობალურ საინვესტიციო და საავიაციო კომპანიებთან პარტნიორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, გასულ წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ 7.8 მილიონი, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვნად გაფართოვდა საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. დღეს საქართველოში 80-მდე ავიაკომპანია 140-ზე მეტი საერთაშორისო მიმართულებით ასრულებს რეისებს.

მხარეებმა საავიაციო სექტორში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და პარტნიორობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოპრემიერ-მინისტრი Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორსა და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორსა და BluFive Capital-ის დამფუძნებელს შეხვდა
  3. BM.GEოპოზიციურისინგაპურული Changi Airports ვაზიანის აეროპორტის ოპერატორის შესარჩევ ტენდერში მიიღებს მონაწილეობას|დეტალები
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის, სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები