ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ცესკოს წარმომადგენლებმა ხანდაზმულ მოქალაქეებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს მოქალაქეებს. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ადმინისტრაციის თანამშრომლები ჰუმანიტარულ კავშირ "კათარზისს" ეწვივნენ, ასევე მოინახულეს ხანდაზმული ამომრჩევლები თბილისში, წეროვანსა და ქობულეთში.

ცესკოს წარმომადგენლებმა ხანდაზმულ მოქალაქეებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს
ცესკოს წარმომადგენლებმა ხანდაზმულ მოქალაქეებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცესრუსთავი 2

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხანდაზმულ მოქალაქეებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

ამ დღის აღსანიშნავად ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს პრესსპიკერთან ნათია იოსელიანთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, თბილისში, საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ "კათარზისს" ეწვია და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრისას გიორგი კალანდარიშვილი ორგანიზაციის ბენეფიციარებს არჩევნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა, მოისმინა მათი მოსაზრებები და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება.

გარდა ამისა, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ცესკოს თავმჯდომარემ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად თბილისში და სოფელ წეროვანში მცხოვრებ ხანდაზმულ ამომრჩევლებს, 97 წლის თინა გიორგობიანს და 101 წლის ლევან ჯაშს ეწვივნენ, მათ ეს დღე მიულოცეს და პატივისცემის ნიშნად, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით სამახსოვრო დოკუმენტი და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ამასთანავე, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ უხუცეს ამომრჩეველს, 100 წლის თამარ გორჯელაძეს ესტუმრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პაატა კეშელავა, თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ მელაძე და ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გელა ხახნელიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.