ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შეხვედრა სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებთან

ცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის 100-მდე წარმომადგენელს შეხვდა, სადაც საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და არჩევნებში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა.

შეხვედრა სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებთან
შეხვედრა სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებთანრუსთავი 2

საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობისა და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე. მან ასევე ვრცლად ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში განხორციელებულ აქტივობებზე და იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომელიც ადმინისტრაციას ამ მიმართულებით გააჩნია. დეზინფორმაცია - მასთან დაკავშირებული გამოწვევები და გადაჭრის გზები, დეზინფორმაციის გავლენის, სანდო ინფორმაციის გადამოწმებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობა, ასევე იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელზეც გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საარჩევნო კულტურის განვითარებაში, ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებასა და დემოკრატიულ პროცესებში აქტიურ მონაწილეობაში.

"სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს ცესკოში ვუმასპინძლეთ და გავუზიარეთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ, რომელიც თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში დგას. აღნიშნული შეხვედრა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას არ ემსახურებოდა, მისი მიზანი იმ უკუკავშირის მოსმენაც იყო, რომელიც ახალგაზრდებს არჩევნებთან დაკავშრებით გააჩნიათ. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და უპასუხებს იმ სტრატეგიულ მიზნებს, რომელსაც ადმინისტრაცია ახალგაზრდების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიმართულებით ახორციელებს", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საარჩევნო საკითხებზე კითხვები დაესვათ, საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ და დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ. ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნულ შეხვედრას 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციურიშეხვედრა სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებთან
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს ცესკოში ვუმასპინძლეთ და გავუზიარეთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ, რომელიც თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში დგას. აღნიშნული შეხვედრა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას არ ემსახურებოდა, მისი მიზანი იმ უკუკავშირის მოსმენაც იყო, რომელიც ახალგაზრდებს არჩევნებთან დაკავშრებით გააჩნიათ. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და უპასუხებს იმ სტრატეგიულ მიზნებს, რომელსაც ადმინისტრაცია ახალგაზრდების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიმართულებით ახორციელებს“
გიორგი კალანდარიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ცესკო-ს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები