პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რიკოთის უღელტეხილზე გამწვანების სამუშაოები გრძელდება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გამწვანებისა და ხე-მცენარეების საკომპენსაციო დარგვა გრძელდება, რომელშიც რევაზ სოხაძემ და ლევან დარახველიძემ მიიღეს მონაწილეობა.

რიკოთის უღელტეხილზე გამწვანების სამუშაოები გრძელდება
რუსთავი 2

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11,6 კილომეტრიან მონაკვეთზე გამწვანებისა და ხე-მცენარეების საკომპენსაციო დარგვის სამუშაოები გრძელდება.

რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე ხეების დარგვაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

პროექტის მიზანია გზის მშენებლობის პროცესში მოჭრილი ხე-მცენარეების კომპენსირება, ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ბუნებრივი ლანდშაფტის აღდგენა.

გამწვანების სამუშაოები სამ ეტაპად ხორციელდება: 2022–2024 წლებში სატყეო ფონდის ტერიტორიაზე, 13,4 ჰექტარ ფართობზე, 42 375 ძირი ხე დაირგო; 2026 წლის გაზაფხულზე საავტომობილო გზის დერეფნის გასწვრივ 5 000-მდე იფნისა და ნეკერჩხლის ნერგი დაირგო; მიმდინარე შემოდგომაზე კი გათვალისწინებულია არანაკლებ 3,5 მეტრი სიმაღლის 311 ხის - 155 მინდვრის ნეკერჩხლისა და 156 ჩვეულებრივი იფნის - დარგვა.

ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთის გასწვრივ გამწვანებისთვის დაახლოებით 6,5 ჰექტარი ტერიტორიაა შერჩეული. სამუშაოები მოიცავს როგორც გზისა და მდინარე რიკოთულას მიმდებარე ტერიტორიებს, ისე საავტომობილო გზებს შორის არსებულ თავისუფალ სივრცეებს.

ხე-მცენარეების სახეობები ტერიტორიის ბუნებრივი და კლიმატური პირობების, ადგილობრივი ეკოსისტემისა და ლანდშაფტის თავისებურებების გათვალისწინებით შეირჩა.

რიკოთზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში გარემოსდაცვითი მიდგომების ინტეგრირების ნაწილია.

ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროგრამის "მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის" ფარგლებში, როგორც რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ისე ქვეყნის სხვა საავტომობილო მაგისტრალების გასწვრივ, დამატებითი გამწვანების ღონისძიებების განხორციელება იგეგმება.

პროგრამის მიზანია თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ბუნებრივი ლანდშაფტის გაუმჯობესება, მწვანე სივრცეების გაფართოება და ეკოლოგიური მდგრადობის ხელშეწყობა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები