“13 წლის (!!!!) ბავშვმა ორი ბავშვი გააჩინა! ერთი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედაა” – მარიამ ჩხეიძე
ადვოკატ მარიამ ჩხეიძის განცხადებით, მარნეულში 13 წლის არასრულწლოვანმა ტყუპი გააჩინა, საიდანაც ერთი ჩვილი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაშია. მისივე თქმით, ბავშვის მამა სრულწლოვანია, სახელმწიფო კი რეგიონში სათანადო ყურადღებას არ იჩენს.

ადვოკატი, მარიამ.ჩხეიძე:
მარნეულში 13 წლის (!!!!) ბავშვმა ტყუპი ბავშვები გააჩინა.
ბავშვმა ორი ბავშვი გააჩინა! აქედან ერთი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედაა.
ბავშვების მამა 13 წლის ბავშვზე ბევრად უფროსი სრულწლოვანია.
რა გინდა რომ გააკეთო ასეთ დროს. მაშინ როცა სახელწიფოს საერთოდ არ სცალია. მოწყვლად რეგიონში განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ამ კუთხით რომელსაც არც არავინ იჩენს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.