“სასწრაფო წესით გააძევეთ ირანის ელჩი ქვეყნიდან” – სანდრო ბრეგაძე
ქართული მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სასწრაფო წესით გააძეოს ირანის ელჩი ქვეყნიდან მას შემდეგ, რაც მან, მისი თქმით, შეურაცხყო ქეთევან წამებული და ეჭვქვეშ დააყენა მისი მოწამეობრივი ცხოვრება.

ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას :
როგორ ფიქრობთ – საქართველოს ელჩს ირანში შეურაცხყოფა რომ მიეყენებინა შაჰ აბასისთვის ან რომელიმე მათი სულიერი ლიდერისთვის – რა მოხდებოდა ???
რა მოხდებოდა და თეირანის ცენტრში “ რევოლუციის მოედანზე “ ფეხებით დაკიდებდნენ და კოცონზე დაწვავდნენ …
ირანის ელჩმა შეურაცხყო ქეთევან წამებული და ეჭვქვეშ დააყენა მისი მოწამეობრივი ცხოვრება…
ახლა გეკითხებით ხელისუფალნო : თქვენ რას აკეთებთ ? გძინავთ ?
რამ შეგაშინათ და დაგაბეჩავათ ასე,რომ სიტყვასაც ვერ უბრუნებთ ირანის ელჩს
სასწრაფო წესით გააძევეთ ირანის ელჩი ქვეყნიდან და ეს გახდება ნიშანი იმისა,რომ ქართული სახელმწიფო არ აპატიებს არავის შეურაცხყოფას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.