ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გურამ მაჭარაშვილი: "რომ არა პირველი ოქტომბერი, ყველა ის ბრძანება, რომელიც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა

ხალხის ძალაქართული ოცნება

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ქვეყნის უახლესი ისტორიის გარდამტეხ თარიღად აფასებს. მისი თქმით, ამ დღემ და ხელისუფლების მშვიდობიანმა ცვლილებამ საქართველო საომარ ვითარებას გადაარჩინა და საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის სწორ განვითარებას.

გურამ მაჭარაშვილი: "რომ არა პირველი ოქტომბერი, ყველა ის ბრძანება, რომელიც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა
გურამ მაჭარაშვილი: "რომ არა პირველი ოქტომბერი, ყველა ის ბრძანება, რომელიც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდაPOSTV

საქართველოს უახლესი ისტორიისათვის გარდამტეხ თარიღად აფასებს 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, სწორედ ამ თარიღმა განსაზღვრა ქვეყნის სწორად განვითარება.

გურამ მაჭარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვან პროცესებს ჩაუყარა საფუძველი, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს 1-ელი ოქტომბერი, რადგან ეს დღე უახლოეს ისტორიაში ჩაიწერა გარდამტეხ თარიღად, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს სწორად განვითარებას. რა თქმა უნდა, ამ დღეს ვულოცავ მთავარ შემოქმედს – ბიძინა ივანიშვილს, ქართველ საზოგადოებას, 2012-იანელებს, იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმოადგენდნენ და იბრძოდნენ რეჟიმის წინააღმდეგ, რათა ის პოლიტიკურ წარსულს ჩაბარებოდა. რომ არა ეს დღე და რომ არა არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილება, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფება, სამწუხაროდ, უკრაინა – საომარ ვითარებაში.

2022 წელს „ხალხის ძალამ“ საზოგადოებას დავანახეთ ის რეალობა, რომელსაც ქვეყანას ევროდემოკრატია, „დიფ სთეიტი“ და გლობალური ომის პარტია უპირებდა. ეს არ იყო მარტივი საკითხი. უნდა დაგვერწმუნებინა საზოგადოება, რომ უცხოეთიდან საქართველოში აპირებდნენ მეორე ფრონტის გახსნას (ეს მცდელობა დღემდე გრძელდება), ლგბტ პროპაგანდას, რევოლუციური სცენარების განვითარებას ხელისუფლების შესაცვლელად და ა.შ. რომ არა 2012 წლის პირველი ოქტომბერი, სამწუხაროდ, ყველა ის ბრძანება, რომელიც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, ყველაფერი პირნათლად შესრულდებოდა ისევე, როგორც ეს სრულდება იმ ქვეყნებში, სადაც ევრობიუროკრატიას თავისი ხელისუფლება ჰყავს.

ასე რომ, 1-ელი ოქტომბერი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. 14 წლისთავზე ვიტყოდი იმასაც, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი და გასაკეთებელი,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს 1-ელი ოქტომბერი, რადგან ეს დღე უახლოეს ისტორიაში ჩაიწერა გარდამტეხ თარიღად, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს სწორად განვითარებას. რა თქმა უნდა, ამ დღეს ვულოცავ მთავარ შემოქმედს – ბიძინა ივანიშვილს, ქართველ საზოგადოებას, 2012-იანელებს, იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმოადგენდნენ და იბრძოდნენ რეჟიმის წინააღმდეგ, რათა ის პოლიტიკურ წარსულს ჩაბარებოდა. რომ არა ეს დღე და რომ არა არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილება, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფება, სამწუხაროდ, უკრაინა – საომარ ვითარებაში. 2022 წელს „ხალხის ძალამ“ საზოგადოებას დავანახეთ ის რეალობა, რომელსაც ქვეყანას ევროდემოკრატია, „დიფ სთეიტი“ და გლობალური ომის პარტია უპირებდა. ეს არ იყო მარტივი საკითხი. უნდა დაგვერწმუნებინა საზოგადოება, რომ უცხოეთიდან საქართველოში აპირებდნენ მეორე ფრონტის გახსნას (ეს მცდელობა დღემდე გრძელდება), ლგბტ პროპაგანდას, რევოლუციური სცენარების განვითარებას ხელისუფლების შესაცვლელად და ა.შ. რომ არა 2012 წლის პირველი ოქტომბერი, სამწუხაროდ, ყველა ის ბრძანება, რომელიც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, ყველაფერი პირნათლად შესრულდებოდა ისევე, როგორც ეს სრულდება იმ ქვეყნებში, სადაც ევრობიუროკრატიას თავისი ხელისუფლება ჰყავს. ასე რომ, 1-ელი ოქტომბერი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. 14 წლისთავზე ვიტყოდი იმასაც, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი და გასაკეთებელი,“
გურამ მაჭარაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.