„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რიყის პარკში აქციას მართავს [ფოტო]
პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ რიყის პარკში აქციას მართავს. შეკრებილების მთავარი მოთხოვნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
![„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რიყის პარკში აქციას მართავს [ფოტო]](/thumb/58801-960-0a55aec8.webp)
„ნაციონალური მოძრაობა“ რიყის პარკის ტერიტორიაზე აქციას მართავს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
რიყის პარკში შეკრებილებს გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით: „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“, „ბატონო ტრამპ, ქართველი ხალხი ითხოვს მეგობარ აქტს“.
აქციის მონაწილეებს ასევე თან აქვთ ლევან ხაბეიშვილის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, ზვიად კუპრავას და გიორგი ბარამიძის ფოტოები.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულებს, ახლა კი სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.