პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს ენმ-ს აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრონაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება ავრცელა რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით. უწყებამ მოუწოდა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026“-ის მოსამზადებელ სამუშაოებს, დაიცვან კანონით დადგენილი ნორმები და არ მიუახლოვდნენ სადემონტაჟო სამუშაოების არეალს უსაფრთხოების რისკების გამო.

მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს ენმ-ს აქციაზე
ნეტგაზეთი

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 1 ოქტომბერს რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ხელი არ შეუშალონ „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს.

შსს მათ ასევე მოუწოდებს, არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სამსახურები სამუშაოებს ახორციელებენ.

უწყება ამბობს, რომ ევროპის მოედანსა და რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს დაწყებული აქვთ ღონისძიებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეები არ მიუახლოვდნენ რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლა და გადაადგილება უსაფრთხოების მომეტებულ რისკებთან არის დაკავშირებული და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – ამბობს უწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს:

„არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, გაითვალისწინონ ადგილზე არსებული ვითარება, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხელი არ შეუშალონ მიმდინარე სამუშაოებს და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“.

უწყების განცხადებით, შსს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

ენმ-ს აქცია დღეს 17:00 საათზეა დაანონსებული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოშინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026-ის“ ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს და არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სამსახურები მუშაობენ
  2. რუსთავი 2სამთავრობოშსს მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი "თბილისობა 2026"-ის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს და არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს - შსს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით
  3. ტაბულაოპოზიციურიმოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს ენმ-ს აქციაზე
  4. POSTVსამთავრობოშინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შსს: 1 ოქტომბრის აქციაზე ენმ-ს გაფრთხილება კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები