კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ ისევ დააჯარიმა, ამჯერად 10 000 ლარით
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ მედიამონიტორინგის საფუძველზე, კანონმდებლობის დარღვევისა და ახალი ამბების პროგრამაში პირადი დამოკიდებულების გამოხატვის გამო, 10 000 ლარით დააჯარიმა.

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა.
კომისიის განცხადებით, მონიტორინგის მიზანი იყო მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულებაზე დაკვირვება. მონიტორინგი 14-16 სექტემბრის პერიოდში განხორციელდა.
„მოცემულ შემთხვევაში მონიტორების მიერ დაფიქსირებულია 13 დარღვევა… სახეზეა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. […] მაუწყებელი სადაო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს როგორიცაა მაგალითად: „ოცნების სუსი“, „ოცნების პარლამენტი“, „ოცნების ფინანსთა სამინისტრო“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“ და ასე შემდეგ. რაც სახელმწიფო ორგანოების ინსტიტუტების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს“, – თქვა კომისიის წარმომადგენელმა სხდომაზე.
„ფორმულას“ მსგავსი დარღვევისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაკისრებული აქვს გაფრთხილება, ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ ფორმულა ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა
ComCom-მა "ფორმულა" "მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის" 10 000 ლარით დააჯარიმა
ComCom-მა „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…