ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მოლდოვამ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების აფეთქების გამო საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარა

მოლდოვამ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნისა და აფეთქების გამო საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი, ოლეგ ოზეროვი დაიბარა და საჰაერო სივრცის დარღვევა მკაცრად დაგმო.

მოლდოვამ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების აფეთქების გამო საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარა
მოლდოვამ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების აფეთქების გამო საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარაინტერპრესნიუსი

მოლდოვამ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების აფეთქების გამო საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Newsmaker-ი ავრცელებს.

მოლდოვის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი, ოლეგ ოზეროვი ოთხშაბათს, ქვეყნის ტერიტორიაზე ორი დრონის ჩამოვარდნისა და აფეთქების გამო გამოიძახეს.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 სექტემბერს, უკრაინის ოლქებზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის დროს რუსული დრონების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევა „მკაცრად დაგმო“.

„აღნიშნული დარღვევები პირდაპირ საფრთხეს უქმნის მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმები და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მოლდოვის რესპუბლიკას საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, 30 სექტემბერს დილით მოლდოვაში დრონი ანენი-ნოის რაიონში სოფელ ჰირბოვეცის მახლობლად ჩამოვარდა და აფეთქდა. საღამოს კიდევ ერთი დრონი ორჰეის რაიონის სოფელ ბრანეშტთან აფეთქდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღნიშნული დარღვევები პირდაპირ საფრთხეს უქმნის მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმები და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მოლდოვის რესპუბლიკას საფრთხეს უქმნის“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.