ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სანდუ: მოლდოვის საჰაერო სივრცეში სამი რუსული რაკეტა და ორი დრონი შეიჭრა

თავდაცვის სამინისტრო

მოლდოვის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტები და დრონები შეიჭრნენ. პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაგმო მომხდარი და აღნიშნა, რომ რუსეთის ომი მოლდოვას უახლოვდება.

სანდუ: მოლდოვის საჰაერო სივრცეში სამი რუსული რაკეტა და ორი დრონი შეიჭრა
სანდუ: მოლდოვის საჰაერო სივრცეში სამი რუსული რაკეტა და ორი დრონი შეიჭრატაბულა

მოლდოვის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში სამი რუსული რაკეტა და ორი დრონი შეიჭრა.

3 ოქტომბერს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსული მხარის საჰაერო თავდასხმის იარაღებმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია.

"ვგმობ დღეს დილით რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ იერიშს. მისი ომი სახიფათოდ უახლოვდება მოლდოვას.

რუსეთის საჰაერო თავდასხმის ხუთმა საშუალებამ, მათ შორის "ბანდეროლის" ტიპის რაკეტებმა და დრონებმა, დაარღვია ჩვენი საჰაერო სივრცე და ჩვენს მიწაზე აფეთქდა.

მოსკოვი მთელ ევროპაში საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს და აუცილებელია მისი შეჩერება." - დაწერა სანდუმ X-ზე.

დილის 7:45-დან 8:00 საათამდე ქვეყნის თავზე სულ სამმა რაკეტამ და ორმა დრონმა გადაიფრინა, რომელთა ფრაგმენტებიც მოგვიანებით ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში - ჰინჩეშტში, ანენი-ნოისა და კეუშენში იპოვეს. ინციდენტის შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ცნობისთვის, რუსეთმა მოლდოვის საჰაერო სივრცე გასულ თვეშიც დაარღვია.

30 სექტემბერს მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის მორიგი იერიშის დროს, მათი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა.

მანამდე, 24 სექტემბერს მაია სანდუმ ოთხი რუსული დრონის მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეჭრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვგმობ დღეს დილით რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ იერიშს. მისი ომი სახიფათოდ უახლოვდება მოლდოვას. რუსეთის საჰაერო თავდასხმის ხუთმა საშუალებამ, მათ შორის "ბანდეროლის" ტიპის რაკეტებმა და დრონებმა, დაარღვია ჩვენი საჰაერო სივრცე და ჩვენს მიწაზე აფეთქდა. მოსკოვი მთელ ევროპაში საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს და აუცილებელია მისი შეჩერება.“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.