მედია – მოლდოვის ტერიტორიაზე დრონები აფეთქდა
მოლდოვის ტერიტორიაზე, უკრაინაზე რუსეთის იერიშის ფონზე, საჰაერო სივრცის დარღვევისა და დრონების აფეთქების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო სივრცე ხუთმა დრონმა დაარღვია, რაიონებში კი აფეთქებების ხმა ისმოდა. პოლიციის განცხადებით, ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა.

მოლდოვის ტერიტორიაზე დრონები აფეთქდა, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Newsmaker-ი ავრცელებს.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით, უკრაინაზე რუსეთის იერიშის დროს ქვეყნის საჰაერო სივრცე ხუთმა დრონმა დაარღვია.
კაუშანის, შტეფან-ვოდეს, ანენი-ნოისა და ჰინჩეშტის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმოდა.
მოლდოვის თავდაცვის უწყებამ აღნიშნული რეგიონების მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
პოლიციის განცხადებით, ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.