ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

უკრაინაზე რუსეთის იერიშის დროს, დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეშიც ჩამოვარდა

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის იერიშის დროს მოლდოვის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა. ინციდენტი სოფელ ჰირბოვეცის მიმდებარედ მოხდა და წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინაზე რუსეთის იერიშის დროს, დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეშიც ჩამოვარდა
უკრაინაზე რუსეთის იერიშის დროს, დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეშიც ჩამოვარდატაბულა

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 30 სექტემბრის დილას, უკრაინაზე რუსეთის მორიგი იერიშის დროს, მათი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა.

"30 სექტემბერს, დაახლოებით, 05:43-ზე, მოლდოვის საჰაერო სივრცეში, სოფელ ჰირბოვეცის მიმდებარედ, დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ეს ადგილი უკრაინის ოდესის ოლქიდან, დაახლოებით, 30 კილომეტრში მდებარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, დრონის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.