პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ვაჭრობის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებით.

შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
რუსთავი 2

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატაში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსს შორის ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებები.

ბელარუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ 3 ოქტომბერს ბელარუსში ქართული კულტურის ფესტივალი "თბილისობა მინსკში" იმართება, რომელიც ყოველ ჯერზე ათიათასობით სტუმარს მასპინძლობს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. გამოიხატა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა.

საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ეძღვნება.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა • POSTV
  2. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის პარლამენტის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი იორდანიის დელეგაციას შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები