ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე კლოდ ვისელერს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის დინამიკა, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროები, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები.

შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდაპირველი არხი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის-დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე კლოდ ვისელერს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. მხარეებმა გაიხსენეს 2026 წლის აპრილში გამართული ნაყოფიერი შეხვედრა ქ. სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ხაზი გაესვა შალვა პაპუაშვილის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე, მათ შორის ბიზნესს შორის კავშირების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ხაზი გაესვა დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.