ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის პარლამენტის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტში ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური დინამიკა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა მიმოიხილეს.

ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის პარლამენტის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდა
ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის პარლამენტის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტში ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ბელარუსს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ორ ქვეყანას შორის დადებითი დინამიკა არსებობს. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს გაუსვეს ხაზი.

ბელარუს კანონმდებლებთან გამართულ შეხვედრას ბელარუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დაესწრო.

ბელარუსის საპარლამენტო დელეგაცია თბილისს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ეძღვნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - "ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში" გაიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები