ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ქართველ ებრაელ ექიმს, ვინც flydubai-ს რეისზე პილოტი გადაარჩინა, ისრაელში დააჯილდოებენ

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ სამოქალაქო გმირობისთვის დაწესებულ პრეზიდენტის მედალზე წარადგენს ოთხ პირს, რომლებმაც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მოძრავი flydubai-ს რეისზე პილოტებს შორის მომხდარი დაპირისპირებისა და კატასტროფის თავიდან აცილებაში მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის არის ქართველი ექიმი შოთა მუსაევი, რომელმაც დაჭრილ პილოტს გადაუდებელი დახმარება გაუწია.

ქართველ ებრაელ ექიმს, ვინც flydubai-ს რეისზე პილოტი გადაარჩინა, ისრაელში დააჯილდოებენ
ქართველ ებრაელ ექიმს, ვინც flydubai-ს რეისზე პილოტი გადაარჩინა, ისრაელში დააჯილდოებენტაბულა

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ აპირებს, სამოქალაქო გმირობისთვის დაწესებულ პრეზიდენტის მედალზე წარადგინოს ოთხი ისრაელელი, რომლებიც დუბაიდან ისრაელისკენ მიმავალი ავიაკომპანია flydubai-ის ბორტზე კატასტროფის თავიდან აცილებაში ეკიპაჟს დაეხმარნენ. მათგან ერთ-ერთი იყო ქართველ ებრაელი ექიმი შოთა მუსაევი, რომელმაც მძიმედ დაჭრილ პილოტს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პილოტმა მეორე ცივი იარაღით დაჭრა და თვითმფრინავმა სიმაღლის დაკარგვა დაიწყო, მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა ხომალდზე კონტროლის აღსადგენად ერთობლივად იმოქმედეს. ინდოელმა კაპიტანმა სმიტ მაჩჰარმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და პილოტების კაბინის კარი გააღო, რითაც სხვებს ჩარევის საშუალება მისცა. ტალი მანსმა გარშემომყოფები გააფრთხილა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რის შემდეგაც ჰაიუნი, მანსი და რეჯვანი დასახმარებლად გაეშურნენ, კაბინაში შევიდნენ და თავდამსხმელი გააუვნებელყვეს.

ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაიუნი შემდგომ ხომალდის მართვის სისტემების სტაბილიზაციაში მიეხმარა ეკიპაჟს. თავდამსხმელის გაუვნებლების შემდეგ, მუსაევმა მძიმედ დაჭრილ კაპიტანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწია და მისი მდგომარეობის სტაბილიზაციას შეუწყო ხელი, სანამ თვითმფრინავი საუდის არაბეთში დაეშვებოდა.

ჰერცოგმა ოთხ ისრაელელს აცნობა, რომ სამოქალაქო გმირობისთვის დაწესებული პრეზიდენტის მედლის მრჩეველთა კომიტეტში მათ დაჯილდოებას გაუწევს რეკომენდაციას.

მუსაევმა ჰერცოგთან საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე განვითარებული მოვლენები აღწერა.

"ეს მეტად მძიმე ინციდენტი იყო და ჩვენ ნამდვილად გადავურჩით სიკვდილს. ეს მხოლოდ ჩემი გმირობა არ იყო, ამაში მონაწილეობდა ყველა, ვინც იქ იმყოფებოდა და ეკიპაჟის კაბინისკენ გაემართა. ჩვენ ყველანი გმირები ვიყავით. უკლებლივ ყველა მგზავრი გმირი იყო". - განაცხადა მუსაევმა ისრაელის პრეზიდენტთან საუბრისას.

პრეზიდენტის მედალი სამოქალაქო გმირობისთვის ჰერცოგმა ომის დროს დააწესა იმ მშვიდობიანი მოქალაქეების დასაფასებლად, რომლებმაც სხვების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ დააყენეს და განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს.

ჯილდო, რომელიც ისრაელის უმაღლეს სამოქალაქო აღიარებად მიიჩნევა მამაცობისთვის, კანდიდატების განხილვისა და პრეზიდენტის მიერ დანიშნული მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე გაიცემა.

ცნობისთვის, 30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალები გადასცა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში უკან შემობრუნდა.

ფრენების თვალთვალის მონაცემების თანახმად, flydubai-ს ბორტმა თავდაპირველად გადასცა საერთაშორისო საგანგებო კოდი "7700". მალევე კი გაიგზავნა კოდი "7500", რაც თვითმფრინავის გატაცებას ან მასში უკანონო ჩარევას აღნიშნავს. თვითმფრინავი ქალაქ თაბუქის აეროპორტში დაეშვა.

თვითმფრინავი საუდის არაბეთში საპილოტო კაბინაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დაეშვა.

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

საინფორმაციო გამოცემა Walla-ს მონაცემებით, პილოტი, რომლის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, ომანის მოქალაქეა.

"ჩვენ ამ თავდამსხმელის საქმის ძირეულ მიზეზებს დავადგენთ - ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები, იდგა თუ არა ამის უკან ირანი. ვფიქრობ, ამას ძალიან მალე შევიტყობთ", - განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-სთან ინტერვიუში.

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მანამდე აღნიშნეს, რომ დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მოძრავი FZ1073 რეისის ბორტზე მომხდარი თავდასხმის მოტივი კვლავ გამოძიების პროცესშია.

წამყვანმა ნეთანიაჰუს ჰკითხა, არსებობდა თუ არა რაიმე მინიშნება ინციდენტში ირანის მონაწილეობაზე.

"ამის თქმა ჯერ ნაადრევია, თავდამსხმელი პილოტის საქმეს... ახლა საუდის არაბეთში იძიებენ. ვფიქრობ, მას საამიროებში გადაიყვანენ - იქ, საიდანაც ის არის წარმოშობით, ან სულ მცირე, საიდანაც გამოფრინდა; ჩვენ ამ გამოძიებას თვალს მივადევნებთ და შესაძლოა, მასში მონაწილეობაც მივიღოთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი ავიაკომპანია flydubai-ს მგზავრები ოთხშაბათს ისრაელში მშვიდობით ჩავიდნენ. დაპირისპირება დაიწყო მაშინ, როდესაც ერთ-ერთმა პილოტმა მეორეს დანით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც თვითმფრინავმა 30 წამზე ნაკლებ დროში თითქმის 4 267 მეტრით დაიწყო ვარდნა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ამ თავდამსხმელის საქმის ძირეულ მიზეზებს დავადგენთ - ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები, იდგა თუ არა ამის უკან ირანი. ვფიქრობ, ამას ძალიან მალე შევიტყობთ“
ბენიამინ ნეთანიაჰუ
„ამის თქმა ჯერ ნაადრევია, თავდამსხმელი პილოტის საქმეს... ახლა საუდის არაბეთში იძიებენ. ვფიქრობ, მას საამიროებში გადაიყვანენ - იქ, საიდანაც ის არის წარმოშობით, ან სულ მცირე, საიდანაც გამოფრინდა; ჩვენ ამ გამოძიებას თვალს მივადევნებთ და შესაძლოა, მასში მონაწილეობაც მივიღოთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.