ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმის შოთა მუსაევის გმირობის და სიმამაცის წყალობით Flydubai-ს რეისის მგზავრები გადარჩნენ - საქართველოში ისრაელის საელჩო
საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმის, შოთა მუსაევის გმირობისა და სიმამაცის წყალობით Flydubai-ს რეისის მგზავრები გადარჩნენ. მან და სხვა მგზავრებმა პილოტების კაბინაში შევარდნილი ტერორისტი გაანეიტრალეს და დაჭრილ პილოტს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმის შოთა მუსაევის გმირობის და სიმამაცის წყალობით Flydubai-ს რეისის მგზავრები გადარჩნენ - წერს საქართველოში ისრაელის საელჩო და მუსაევს მადლობას უხდის.
"ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა" - წერს საელჩო და აღნიშავს, რომ ქართული წარმოშობის ექიმი დაუფიქრებლად ერთ-ერთი პირველი შევარდა პილოტების კაბინაში, სხვა გმირ მგზავრებთან ერთად გაანეიტრალა ტერორისტი, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.
შოთა მუსაევმა შეძლო ძლიერი სისხლდენის შეჩერება და გმირი პილოტის მდგომარეობის დასტაბილურება თვითმფრინავის დაშვებამდე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ფორმულაქართველი ებრაელი ექიმი Flydubai-ს რეისზე დაჭრილ პილოტს დაეხმარა და სიცოცხლე გადაარჩინა
- ალიაქართველი ებრაელი ექიმი Flydubai-ს რეისზე დაჭრილ პილოტს დაეხმარა და სიცოცხლე გადაარჩინა – უცხოური მედია
- ნეტგაზეთიქართველ ებრაელ ექიმს flydubai-ს რეისზე გამოჩენილი გმირობისთვის ისრაელში დააჯილდოებენ
- რუსთავი 2ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისზე მყოფ 4 პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ექიმ შოთა მუსაევს პრეზიდენტის ჯოლდოზე წარადგენს
- ტაბულაქართველ ებრაელ ექიმს, ვინც flydubai-ს რეისზე პილოტი გადაარჩინა, ისრაელში დააჯილდოებენ
- TV პირველიექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ ებრაელ ექიმთან, რომელმაც ბორტზე პილოტი გადაარჩინა
- რუსთავი 2ქართველი ექიმის გმირობა Flydubai-ს რეისზე - თავდასხმის დეტალები შოთა მუსაევმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გაიხსენა
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…