ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისზე მყოფ 4 პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ექიმ შოთა მუსაევს​ პრეზიდენტის ჯოლდოზე წარადგენს

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის დროს მგზავრებსა და ექიმ შოთა მუსაევს, რომლებმაც თავდამსხმელი გაანეიტრალეს და დაჭრილი პილოტი გადაარჩინეს, პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენს.

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისზე მყოფ 4 პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ექიმ შოთა მუსაევს​ პრეზიდენტის ჯოლდოზე წარადგენს
ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისზე მყოფ 4 პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ექიმ შოთა მუსაევს​ პრეზიდენტის ჯოლდოზე წარადგენსრუსთავი 2

ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის განცხადებით, flydubai-ს FZ1073 რეისის ბორტზე მყოფ ოთხ ისრაელელს, პრეზიდენტის ჯოლდოზე წარსადგენად რეკომენდაციას გაუწევს. მათ შორის, ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმი შოთა მუსაევიც არის დასახელებული. ინფორმაციას times of israel-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ოთხი ადამიანი, რომელთა დაჯილდოებასაც პრეზიდენტი რეკომენდაციას უწევს, არიან იანივ ჰაიუნი, ცვიკა მანესი და ასაფ რაჯუანი. ისინი კაბინაში შევიდნენ და მეორე პილოტი გაანეიტრალეს მას შემდეგ, რაც მან კაპიტან სმიტ მაჩჩარს დანით დაარტყა. ასევე, ის ჯილდოზე რეკომენდაციას უწევს ექიმ შოთა მუსაევს, რომელმაც კრიტიკულად დაშავებულ მაჩჰარის სამედიცინო დახმარება გაუწია და მისი სიცოხლე გაადაარჩინა.

"ჰაიუნი, მანესი და რაჯუანი დასახმარებლად მაშინვე გაემართნენ, კაბინაში შევიდნენ და თავდამსხმელი გაანეიტრალეს, რითაც საკუთარი სიცოცხლე რეალურ საფრთხეში ჩაიგდეს მაშინ, როცა ჰაიუნი თვითმფრინავის მართვის პულტს აკონტროლებდა. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი გაანეიტრალეს, ექიმმა მუსაევმა მძიმედ დაჭრილ პილოტს სიცოცხლის გადამრჩენი სამედიცინო დახმარება გაუწია და მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია შეძლო, სანამ თვითმფრინავი საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვებოდა", - ჰყვება ჰერცოგი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჰაიუნი, მანესი და რაჯუანი დასახმარებლად მაშინვე გაემართნენ, კაბინაში შევიდნენ და თავდამსხმელი გაანეიტრალეს, რითაც საკუთარი სიცოცხლე რეალურ საფრთხეში ჩაიგდეს მაშინ, როცა ჰაიუნი თვითმფრინავის მართვის პულტს აკონტროლებდა. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი გაანეიტრალეს, ექიმმა მუსაევმა მძიმედ დაჭრილ პილოტს სიცოცხლის გადამრჩენი სამედიცინო დახმარება გაუწია და მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია შეძლო, სანამ თვითმფრინავი საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვებოდა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.