ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა კერესელიძე – სააკაშვილის ჩამოყვანით „ოცნებამ“ 2021 წელს საკმაოდ მაღალი პროცენტის მიღება შეძლო, „ოცნების“ ადგილზე, ამ პატივისცემას დავუფასებდი, უფლებას დავრთავდი, აქცია რიყის პარკში ჩაეტარებინათ

ნაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვისქართული ოცნება

ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანით მაღალი პროცენტი მიიღო და „ოცნების“ ადგილას ამას დაუფასებდა. კერესელიძის თქმით, მისი პარტია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნულია და მათი გეგმები არ აინტერესებთ.

შალვა კერესელიძე – სააკაშვილის ჩამოყვანით „ოცნებამ“ 2021 წელს საკმაოდ მაღალი პროცენტის მიღება შეძლო, „ოცნების“ ადგილზე, ამ პატივისცემას დავუფასებდი, უფლებას დავრთავდი, აქცია რიყის პარკში ჩაეტარებინათ
შალვა კერესელიძე – სააკაშვილის ჩამოყვანით „ოცნებამ“ 2021 წელს საკმაოდ მაღალი პროცენტის მიღება შეძლო, „ოცნების“ ადგილზე, ამ პატივისცემას დავუფასებდი, უფლებას დავრთავდი, აქცია რიყის პარკში ჩაეტარებინათპირველი არხი

ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ მის პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები არ აინტერესებს, რადგან „გახარია საქართველოსთვის“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული პარტიაა და საკუთარი გეგმები აქვს.

კერესელიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანით, „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის არჩევნებში მაღალი პროცენტის მიღება შეძლო და „ოცნების“ ადგილას, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ამ პატივისცემას დაუფასებდა“.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული პარტია ვართ. ამიტომ, რა აქციას, შეხვედრას, რა შეკრებას ჩაატარებენ, ნაკლებად გვაინტერესებს. მათ საქმეში არ ვერევით, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს. „ოცნების“ ადგილზე მათ უფლებას დავრთავდი, აქცია რიყის პარკში ჩაეტარებინათ, რადგან 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნების დროს საქართველოში მიშა სააკაშვილი როცა ჩამოიყვანეს, მისი ჩამოყვანით „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში საკმაოდ მაღალი პროცენტის მიღება შეძლო – იმაზე მეტის, ვიდრე მას ეკუთვნოდა. ამაში პირადად სააკაშვილს მიუძღვის დიდი წვლილი. აქედან გამომდინარე, „ოცნების“ ადგილზე რომ ვიყო, ამ პატივისცემას დავუფასებდი“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს აქციას გამართავს.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.