პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ აქციამ დაგვანახა, რომ გადაჭარბებულია 5%-იც, რომელიც IRI-მ კვლევაში დაუწერა, ქართველი ხალხი ყველაფერს საღად უყურებს

ნაციონალური მოძრაობა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ IRI-ის კვლევაში მითითებული 5%-იანი მხარდაჭერაც კი გადაჭარბებულია. მისი თქმით, აქციაზე მოსულთა მცირე რაოდენობა აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს საღად უყურებს და მხარს არ უჭერს მიხეილ სააკაშვილს.

შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ აქციამ დაგვანახა, რომ გადაჭარბებულია 5%-იც, რომელიც IRI-მ კვლევაში დაუწერა, ქართველი ხალხი ყველაფერს საღად უყურებს
პირველი არხი

„ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელმა აქცია ის დაგვანახა, რომ ის 5%-იც გადაჭარბებულია, რომელიც IRI-მ დაუწერა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა IRI-ის კვლევის თანაფარდობის სისწორე.

„ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომელ მხარეს დგას. ქართველი ხალხი დგას საქართველოს, მისი ინტერესების და მისი ხელისუფლების მხარეს და არა უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრის მხარეს, რომელსაც საქართველოში არეულობა, სისხლისღვრა და ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდება უნდოდა. დადასტურებულად ვიცით, რომ ამის გამო შემოაპარა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში შემოპარებულ ადამიანს აქციას რომ მიუძღვნი, ჯერ იქ ვინც მივიდა, იმათ რაღა ვუთხარი, მაგრამ, რომ მივიდა რამდენიმე ათეული ადამიანი და არ მივიდა მეტი, ესეც აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი ძალიან საღად უყურებს ყველაფერს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოამ აქციამაც ის ანახა, რომ ის 5%-იც, რომელიც IRI-მ დაუწერა "ნაციონალურ მოძრაობას," ესეც კი გადაჭარბებულია - შალვა პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი IRI-ის კვლევის შესახებ: “სარკეში დაინახეს თავიანთი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები