ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის შესასვლელთან, მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის 15 მოსწავლე გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად რამდენიმე მოსწავლე დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახაალია

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში- ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც სოფელ ჩანტლისყურედან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა.

შემთხვევა სოფელ ახალსოფლის შესასვლელში, გზაჯვარედინზე მოხდა. სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ერთ მოსწავლეს ხელის მტევანი, ერთს კი ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი.

სამი მოსწავლე კლინიკაში 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა. დანარჩენი მოსწავლეები კი, პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში მშობლებმა და ადგილზე მყოფმა პირებმა შეიყვანეს.

ადგილზე ჩავიდა ყვარლის საგანმამათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ქეთევან ჭიპაშვილი.

„- ყველა ბავშვი შეამოწმეს მედიკოსებმა. ვინც ოდნავ მაინც რამეს იტკიებდა, გადაყვანილია კლინიკაში, რომ ბოლომდე მოხდეს მათი შემოწმება“, – განაცხადა ჭიპაშვილმა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და 112-ის ბრიგადა იმყოფებოდა.

მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსაც

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.