ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის კაცი ემსხვერპლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის კაცი ემსხვერპლა. ადგილობრივების ცნობით, სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გადაბრუნდა და ის ადგილზე გარდაიცვალა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით, სოფლის სასაფლაოს მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე მოხდა.
ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…