ყვარელში ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა
ყვარელში, სოფელ ჩანტლისყურესთან სკოლის მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეeჯახა. ავარიის შედეგად 16 ადამიანი, მათ შორის 15 მოსწავლე და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაშავდნენ და კლინიკაში არიან გადაყვანილები. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ყვარელში, სოფელ ჩანტლისყურესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სკოლის მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებულია 16 ადამიანი, საიდანც 15 მოსწავლეა, ერთი კი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.
დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.
შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.