ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

კახეთში სასკოლო მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა - დაშავდა ცხრა მოსწავლე

შინაგან საქმეთა სამინისტრო

კახეთში, ყვარელი-ლაგოდეხის გზაზე, სასკოლო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ცხრა მოსწავლე დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

კახეთში სასკოლო მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა - დაშავდა ცხრა მოსწავლე
კახეთში სასკოლო მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა - დაშავდა ცხრა მოსწავლერადიო თავისუფლება

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მიკროავტობუსი სოფლის შიდა გზიდან ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე გადავიდა. მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

15 მოსწავლიდან 9 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. დანარჩენი 6 არ დაშავებულა.

რადიო თავისუფლებას ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ჭიპაშვილმა უთხრა, რომ ერთ მოსწავლეს ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი, მეორეს - ხელის მტევანი, კიდევ ერთს კი ტვინის შერყევა აქვს. დანარჩენებს დაჟეჟილობები აღენიშნებათ.

„მე თავად ვიყავი კლინიკაში და ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. მათ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდებათ“, - თქვა ჭიპაშვილმა.

ჩანტლისყურესა და ზინობიანში არასრული, 9-წლიანი სკოლებია და მოსწავლეები საშუალო განათლების მიღებას სოფელ ახალსოფლის პირველ საჯარო სკოლაში აგრძელებენ. მათ ტრანსპორტირებას მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაქირავებული კერძო მიკროავტობუსი უზრუნველყოფს.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოავარიაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე თავად ვიყავი კლინიკაში და ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. მათ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდებათ“
ქეთევან ჭიპაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.