ირაკლი ზარქუა – „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირში გარკვეული დაჯგუფებაა, საკუთარ ქვეყანაში „ნაცების“ დონის რეიტინგიც არ აქვთ, ლუზერების გაერთიანებაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მტრობენ
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) მკაცრად გააკრიტიკა და მას „ლუზერების გაერთიანება“ უწოდა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს მტრობს. ზარქუას განცხადებით, EPP-ის რეზოლუციები და განცხადებები მათთვის ნაკლებად საინტერესოა. ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ რეზოლუცია წარადგინა სათაურით „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“, რომლითაც ევროკავშირს პოლიტიკურ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციებისკენ მოუწოდებს.

„ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირში გარკვეული პარტიული გაერთიანება, დაჯგუფებაა, თავის დროზე ფოტიგები იყვნენ, ახლა კუბილიუსები და რაისა კომუნისტები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ლუზერები არიან. მათ საკუთარ ქვეყანაში „ნაცების“ დონის რეიტინგიც არ აქვთ, ხუთპროცენტიანიც კი. ევროკავშირში ასეთი ლუზერების გაერთიანებაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მტრობენ. მათი ინტერესი რა არის? – აქ რევოლუცია დაეფინანსებინათ. რამდენი მცდელობა ჰქონდათ, რომ ქვეყანაში უსამშობლოების აგენტურა მოეყვანათ. გვიყურებენ, როგორც მსხვერპლს და მსხვერპლშეწირულს“, – განაცხადა ზარქუამ.
მისივე თქმით, „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციები ნაკლებად საინტერესოა.
„ნაკლებად გვაინტერესებს EPP-ის უსაფუძვლო რეზოლუციებიც, განცხადებებიც. ჩვენ ქართველი ერის მანდატი გვაქვს, ძლიერი მანდატი. მათ გვითხრეს, რომ დიახ, მშვიდობაა ჩვენი არჩევანი. ევროკავშირში მშვიდობით შესვლაა ჩვენი არჩევანი. ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს და ყველასთან თანასწორად ვისაუბროთ, ყველა სახელმწიფოსთან. ამის შედეგები ნახეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადატვირთვის პოლიტიკა დავიწყეთ, გვაქვს ურთიერთობები, მიწვევები, ვიზიტები. ეს რა არის? – ეს არის სწორედ ეროვნული ინტერესების დაცვის საფუძველზე მიღწეული ის პრაგმატული პოლიტიკა, რაც დღეს მთელ მსოფლიოსთან გვაქვს“, – აღნიშნა ზარქუამ.
ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ რეზოლუცია „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“ წარადგინა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაშია აღნიშნული, „მოუწოდებენ ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე“.
ციტატები სტატიიდან
„ლუზერები არიან. მათ საკუთარ ქვეყანაში „ნაცების“ დონის რეიტინგიც არ აქვთ, ხუთპროცენტიანიც კი. ევროკავშირში ასეთი ლუზერების გაერთიანებაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მტრობენ. მათი ინტერესი რა არის? – აქ რევოლუცია დაეფინანსებინათ. რამდენი მცდელობა ჰქონდათ, რომ ქვეყანაში უსამშობლოების აგენტურა მოეყვანათ. გვიყურებენ, როგორც მსხვერპლს და მსხვერპლშეწირულს“
„ნაკლებად გვაინტერესებს EPP-ის უსაფუძვლო რეზოლუციებიც, განცხადებებიც. ჩვენ ქართველი ერის მანდატი გვაქვს, ძლიერი მანდატი. მათ გვითხრეს, რომ დიახ, მშვიდობაა ჩვენი არჩევანი. ევროკავშირში მშვიდობით შესვლაა ჩვენი არჩევანი. ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს და ყველასთან თანასწორად ვისაუბროთ, ყველა სახელმწიფოსთან. ამის შედეგები ნახეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადატვირთვის პოლიტიკა დავიწყეთ, გვაქვს ურთიერთობები, მიწვევები, ვიზიტები. ეს რა არის? – ეს არის სწორედ ეროვნული ინტერესების დაცვის საფუძველზე მიღწეული ის პრაგმატული პოლიტიკა, რაც დღეს მთელ მსოფლიოსთან გვაქვს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.