პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ზარქუა ოპოზიციისა და დიპლომატების დაგეგმილ შეხვედრაზე - აგენტურა პატრონებთან მიდის ახალი რჩევების მისაღებად, როგორ შეიძლება რომ გადაარჩინონ - წარმოგიდგენიათ ამ უსამშობლოთა რა მკაფიო ლუსტრირება ხდება?! ხალხთან კი არ მიდიან, არამედ დამკვეთებთან

ირაკლი ზარქუამ ოპოზიციისა და ევროპელი დიპლომატების შეხვედრას „აგენტურის პატრონებთან მისვლა“ უწოდა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ხალხთან კი არა, უცხოელ დამკვეთებთან მიდის რჩევების მისაღებად.

ირაკლი ზარქუა ოპოზიციისა და დიპლომატების დაგეგმილ შეხვედრაზე - აგენტურა პატრონებთან მიდის ახალი რჩევების მისაღებად, როგორ შეიძლება რომ გადაარჩინონ - წარმოგიდგენიათ ამ უსამშობლოთა რა მკაფიო ლუსტრირება ხდება?! ხალხთან კი არ მიდიან, არამედ დამკვეთებთან
ინტერპრესნიუსი

აგენტურას მორიგი მცდელობა აქვს, რომ თავიანთ პატრონებს შესჩივლონ, აბა, რა ვქნათო - მორიგ ჯერზე რაღაც გიჟობებს მოიფიქრებენ, რომელიც იქნება საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ევროპელ დიპლომატებს შორის დღეს დაანონსებულ შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გასაკვირი სულაც არაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ქართველ ხალხთან კი არ მიდიან სალაპარაკოდ, არამედ "უცხოელ დამკვეთებთან".

ზარქუა აღნიშნავს, რომ ოპოზიცია "უცხოელი პატრონებისგან იმართება" და ეს შეხვედრა ამის მორიგი ლუსტრაციაა.

"ეს ისედაც მოსალოდნელი იყო. აგენტურა საკუთარ პატრონებთან მიდის ახალი რჩევების მისაღებად, თუ როგორ შეიძლება რომ პატრონებმა გადაარჩინონ. წარმოგიდგენიათ ამ უსამშობლოთა პარტიების რა მკაფიო ლუსტრირება ხდება?! ხალხთან კი არ მიდიან... 5 პარტიის გასამართლება მიდის. ჩვენი ხედვით, ისინი არღვევენ კონსტიტუციას, ისინი არ იმსახურებენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული. აქცია დააანონსეს და 300 კაციც ვერ შეკრიბეს, იმიტომ რომ დასაყრდენი არ აქვთ. ის ვინც დასაყრდენი იყო, ისინიც განერიდნენ, რადგან გაიაზრეს, ესენი როგორ ატყუებდნენ. ჩვენ არ გვიკვირს, რომ ეს უსამშობლოთა პარტიები, პირველ რიგში, თავიანთ ამომრჩეველთან კი არა, თავიანთ დამკვეთებთან, პატრონებთან მივიდნენ. ხვდებიან ელჩებს.

ჩვენ ვართ მართლები ქართულ სახელმწიფოსთან, ქართველ ერთან, ქართულ ეკლესიასთან და ბუნებრივია, ამიტომ ვართ ასე თამამები და ძლიერები ამ უსამშობლოებთან და მათ აგენტურასთან ბრძოლაში," - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელ დიპლომატებს შეხვდებიან. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს 20 ოქტომბერსაც შეხვდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ზარქუა – ორ თვეზე მეტია, აორგანიზებენ, გვემუქრებოდნენ წალეკვით და შეკრიბეს 7 000-მდე ადამიანი, ისიც 33 წუთში დაეშალათ, აგენტი და უსამშობლო როცა ხარ, შენი მომხრეებიც კი გაგემიჯნებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები