რა არ გამოგვატარეს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არ გავტყდით - ერი, ბერი გავერთიანდით, რომ ეროვნული ინტერესები დაგვეცვა და გავიმარჯვეთ - ირაკლი ზარქუა
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ გადაცემა "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ "ქართული ხელისუფლება" ეროვნული ინტერესებიდან არ გადაუხვევია და ამის გამო აკრიტიკებენ. მისი თქმით, ევროკავშირი დღეს მსოფლიო პოლიტიკაში ფაქტორს აღარ წარმოადგენს და ორმაგ სტანდარტებს ატარებს.

"საქართველოს მოსახლეობს უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ "ქართული ოცნების" პირობებში, ქართულ ხელისუფლებას ეროვნული ინტერესებისთვის არასდროს გადაგვიხვევია. ამის გამო, ჯვარს გვაცვეს", - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ევროკავშირი ფაქტორს არ წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკაში.
"რა არ გამოგვატარეს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არ გავტყდით - ერი, ბერი გავერთიანდით, რომ ეროვნული ინტერესები დაგვეცვა და გავიმარჯვეთ. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მარტა კოსმა რაც არ უნდა თქვას, ის არის დროებითი - დღეს არის ხვალ აღარ იქნება.
ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებში ისეთი პროცესები მიდის, დედა შვილს არ აიყვანს. ეს მათი უმსგავსო პოლიტიკის შედეგია - როდესაც შეუძლიათ, გამოვიდნენ და თამამად თქვან, რომ უკრაინა ჯობია საქართველოს მოცემულობით; რომ დღეს მოლდოვა საქართველოზე უკეთესია. ამ დროს, მათ მიერ დაწერილი რეიტინგები საპირისპიროს ამბობს.
ეს უსამართლობა, ეს ორმაგი სტანდარტი ბადებს იმას, რაც დღეს ხდება ევროპის შუაგულში. დღეს, სამწუხაროდ, ევროკავშირი ფაქტორს არ წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკაში", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს მოსახლეობს უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ "ქართული ოცნების" პირობებში, ქართულ ხელისუფლებას ეროვნული ინტერესებისთვის არასდროს გადაგვიხვევია. ამის გამო, ჯვარს გვაცვეს“
„რა არ გამოგვატარეს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არ გავტყდით - ერი, ბერი გავერთიანდით, რომ ეროვნული ინტერესები დაგვეცვა და გავიმარჯვეთ. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მარტა კოსმა რაც არ უნდა თქვას, ის არის დროებითი - დღეს არის ხვალ აღარ იქნება. ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებში ისეთი პროცესები მიდის, დედა შვილს არ აიყვანს. ეს მათი უმსგავსო პოლიტიკის შედეგია - როდესაც შეუძლიათ, გამოვიდნენ და თამამად თქვან, რომ უკრაინა ჯობია საქართველოს მოცემულობით; რომ დღეს მოლდოვა საქართველოზე უკეთესია. ამ დროს, მათ მიერ დაწერილი რეიტინგები საპირისპიროს ამბობს. ეს უსამართლობა, ეს ორმაგი სტანდარტი ბადებს იმას, რაც დღეს ხდება ევროპის შუაგულში. დღეს, სამწუხაროდ, ევროკავშირი ფაქტორს არ წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკაში“
„პირობებში, ქართულ ხელისუფლებას ეროვნული ინტერესებისთვის არასდროს გადაგვიხვევია. ამის გამო, ჯვარს გვაცვეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…