თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას მასპინძლობს
თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას მასპინძლობს, რომელსაც 20-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი ეწვია. შეხვედრებზე განიხილება ტრანსპორტის განვითარების, ავტობუსების ქსელის დაგეგმვისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საკითხები.

თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას მასპინძლობს. დედაქალაქს 20-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი ეწვია.
სასტუმრო "შერატონში" გამართულ შეხვედრაზე ტრანსპორტის განვითარების, ავტობუსების ქსელის დაგეგმვისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი სტუმრები მერიაში კომიტეტის 65-ე შეხვედრას გამართავენ, ასევე დაათვალიერებენ დიდი დიღმის ავტობაზას, მეტროს დეპოსა და მთაწმინდის საბაგიროს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.