WELCOME TBILISI - დედაქალაქი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს
თბილისში საერთაშორისო ფორუმი WELCOME TBILISI გაიხსნა, რომელიც 100-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ სპიკერს, ინვესტორებსა და დარგის წარმომადგენლებს აერთიანებს დედაქალაქის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად.
WELCOME TBILISI- ამ სახელწოდების საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს თბილისი. ღონისძიება ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, არქიტექტორებსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.
ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმის მიზანი თბილისის კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და ქალაქის საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციაა. დაგეგმილია პანელური დისკუსიები, ბიზნესშეხვედრები და საინვესტიციო პრეზენტაციები.
"გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ Welcome Tbilisi-ს საერთაშორისო ფორუმს, რომელიც დღეს, 23 ოქტომბრიდან, სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს 100-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ სპიკერს. ღონისძიების მთავარი მიზანია თბილისის პოპულარიზაცია და აერთიანებს სამ ძირითად მიმართულებას, რომელიც არის თბილისის ურბანული განვითარება, არქიტექტურა, თბილისი - როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიების ჰაბი, ტურისტული და გასტრონომიული თავგადასავალი", - განაცხადა პროექტის ავტორმა თათია ბიძინაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…