თბილისში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის კონფერენცია მიმდინარეობს
თბილისში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ციფრულ სივრცეში არსებულ რისკებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე მსჯელობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 6 ქვეყნის უწყებებთან მემორანდუმებს გააფორმებს.

თბილისში, მეორე დღეა, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის კონფერენცია მიმდინარეობს.
ღონისძიებაზე 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მომხმარებელთა დაცვის, ციფრულ სივრცეში არსებულ რისკებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე მსჯელობს.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 6 ქვეყნის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის მემორანდუმებს გააფორმებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.