81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
შემოსავლების სამსახურის უფროსის მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვრის 40 000-დან 100 000 ლარამდე გაზრდის შედეგად, 81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის. ცვლილება ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობით მომზადდა და მისი განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

შემოსავლების სამსახურის უფროს მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვრის 40 000-დან 100 000 ლარამდე გაზრდის შედეგად, 81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის.
"დღეს მოქმედი წესით ამ ოჯახებს, ჯამურად, დაახლოებით, 22 მილიონი ლარის ქონების გადასახადის გადახდა მოუწევდათ. ცვლილების ამოქმედების შემდეგ ეს ვალდებულება მათ აღარ ექნებათ", - განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო ინიციატივის შეფასებისას.
"ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ქონების გადასახადთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს.
კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება, რაც ნიშნავს, რომ, დაახლოებით, 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის.
კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა შესაბამისმა პირებმა უკვე მიმდინარე წელს ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით", - განაცხადა შემოსავლების სამსახურის ახალმა უფროსმა.
შეგახსენებთ: დღეს მოქმედი კანონის თანახმად, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გყავთ ავტომობილი ან გაქვთ სახლი ან კიდევ სხვა უძრავი ქონება, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
ცნობისთვის: ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 114 მილიონი ლარი გადაიხადეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამამუკა ბარათაშვილი ქონების გადასახადზე: 81 000 გადამხდელს შეეხება ეს შეღავათი - მათ მიერ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, დაახლოებით, 22 მილიონ ლარს შეადგენდა
ქონების გადასახადის ზღვრის ცვლილება წელსვე შეეხება 2025 წლის შემოსავლებს
ქონების გადასახადს ის ოჯახები გადაიხდიან, ვისი შემოსავალიც 100 ათას ლარზე მეტია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…