ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით დღეს განიხილავს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ოჯახის შემოსავლის ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება.

პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით დღეს განიხილავს
პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით დღეს განიხილავსიმედინიუსი

პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით, დღეს განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის განსაზღვრული ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლის ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზრდება.

სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების საკეთილდღეოდ მიიღება, შედეგად კი, ათი ათასობით მოქალაქე დამატებითი გადასახადებისგან გათავისუფლდება.

„100 000 ალბათ არის ის რიცხვი, რომლის მიღწევაც ძალიან ბევრმა ოჯახმა შეძლო, მაგრამ ჩვენ მაინც ვითვალისწინებთ, რომ შეღავათი ჰქონდეს ადამიანების ამ ჯგუფს, ვისაც 100 000 ლარამდე აქვს შემოსავალი და ეს ადამიანებიც გათავისუფლებულები იყვნენ გადასახადისგან“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„100 000 ალბათ არის ის რიცხვი, რომლის მიღწევაც ძალიან ბევრმა ოჯახმა შეძლო, მაგრამ ჩვენ მაინც ვითვალისწინებთ, რომ შეღავათი ჰქონდეს ადამიანების ამ ჯგუფს, ვისაც 100 000 ლარამდე აქვს შემოსავალი და ეს ადამიანებიც გათავისუფლებულები იყვნენ გადასახადისგან“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.