ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნეს პროექტები შუა დერეფანში

გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო CAREC-ის მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმში, სადაც ჩამოყალიბდა CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი და რომელშიც საქართველოც გაერთიანდა.

გენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნეს პროექტები შუა დერეფანში
გენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნეს პროექტები შუა დერეფანშირუსთავი 2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში ჩამოყალიბდა CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, რომელშიც საქართველოც გაერთიანდა. ალიანსი თანამშრომლობის ღია პლატფორმაა, რომელიც CAREC-ის წევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და ბიზნესასოციაციებს აერთიანებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსში საქართველოს გაერთიანება ხელს შეუწყობს ქვეყნის თანამშრომლობას აღნიშნული პროგრამის სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან შემდეგი მიმართულებებით - კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, რეგიონის საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობების, მათ შორის, ახალი ბიზნესპარტნიორობების ხელშეწყობა.

"ალიანსი კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნეს პროექტები შუა დერეფანში და ხელი შეუწყოს ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობას," - აღნიშნა გენადი არველაძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მონღოლეთში ვიზიტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა CAREC-ის მინისტრთა 25-ე კონფერენციასა და სადისკუსიო პანელში, რომელიც შუა დერეფნის განვითარების მიმართულებებს მიეძღვნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოგენადი არველაძე: შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად
  2. რუსთავი 2სამთავრობოგენადი არველაძე: შუა დერეფანი, მისი მზარდი სატვირთო ნაკადებით, შესაძლებლობას იძლევა, საქართველომ განავითაროს უფრო ფართო რეგიონული ლოგისტიკური და ეკონომიკური ეკოსისტემა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ალიანსი კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნეს პროექტები შუა დერეფანში და ხელი შეუწყოს ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობას,“
გენადი არველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ვეკუამ მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში, CAREC Business Forum 2026-ში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები