ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ვეკუამ მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში, CAREC Business Forum 2026-ში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი ვეკუამ მონღოლეთში გამართულ CAREC Business Forum 2026-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც ხელი მოეწერა CAREC Chambers Alliance-ის შექმნის მემორანდუმს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ვეკუამ მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში, CAREC Business Forum 2026-ში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ვეკუამ მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში, CAREC Business Forum 2026-ში მიიღო მონაწილეობაინტერპრესნიუსი

30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს, მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში, CAREC Business Forum 2026 გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმი ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ჩატარდა.

„ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კერძო და საჯარო სექტორის, ბიზნესასოციაციების, ინვესტორებისა და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლები. ფორუმის ძირითადი თემები იყო ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა და კრიტიკული მინერალები.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი ვეკუამ. მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში მან ისაუბრა რეგიონში საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა CAREC Chambers Alliance-ის (CCA) შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ალიანსი CAREC-ის წევრი ქვეყნების ეროვნულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და ბიზნესასოციაციებს შორის თანამშრომლობის ერთიანი მექანიზმის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

CAREC Chambers Alliance ხელს შეუწყობს პალატებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას, CAREC-ის პროგრამასა და კერძო სექტორს შორის უფრო სისტემური თანამშრომლობის განვითარებას და ბიზნესის ინტერესების რეგიონულ დონეზე წარმოჩენას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.