პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აზერბაიჯანთან ახალ პროექტს ვგეგმავთ, ერთობლივი გამშვები პუნქტის, რომელიც ტვირთის გატარების დროს შეამცირებს - გენადი არველაძე

რუსთავი 2

აზერბაიჯანთან ერთობლივი გამშვები პუნქტის შექმნა იგეგმება, რაც ტვირთის გატარების დროს შეამცირებს, აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

აზერბაიჯანთან ახალ პროექტს ვგეგმავთ, ერთობლივი გამშვები პუნქტის, რომელიც ტვირთის გატარების დროს შეამცირებს - გენადი არველაძე
BM.GE

აზერბაიჯანთან ახალ პროექტს ვგეგმავთ, ერთობლივი გამშვები პუნქტის, რომელიც ტვირთის გატარების დროს შეამცირებს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ასევე შეიქმნა ერთობლივი კომპანია, სადაც ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და ჩინეთი შედიან და ეს კომპანია ოთხივე ქვეყნის ინტერესის დაცვით იმუშავებს. რომ ქვეყნებს შორის ტვირთის გადაადგილება უფრო ეფექტური და კონკურენტუნარიანი იყოს.

"შევქმენით ერთობლივი საწარმო, კომპანია რომელსაც ჰქვია "შუა დერეფნის მულდი მედალ კომპანია", რომელსაც ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველო და მოგვიანებით ჩინეთი შეუერთდა - ეს არის კომპანია რომელიც იზრუნებს ერთიანი ტარიფის, ერთიანი დოკუმენტის, ახალი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით, ეს კომპანია ახლახანს შეიქმნა და მისი სტრუქტურის შემუშავება მიმდინარეობს. აღნიშნული კომპანია ოთხივე ქვეყნის მონაწილეობით და ინტერესის დაცვით იმუშავებს, რომ ქვეყნებს შორის ტვირთის გადაადგილება უფრო ეფექტური და კონკურენტუნარიანი იყოს.

მათ შორის აზერბაიჯანთან ახალ პროექტს ვგეგმავთ, ერთობლივი გამშვები პუნქტის, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს და დროს შეამცირებს ტვირთის გატარების ამ კორიდორში და იმედია, ამ ქვეყნებთან ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფრო მეტი ტვირთი გავატაროთ, უფრო ეფეტურად, მოკლე დროში და კონკურენტუნარიანად", - განაცხადა გენადი არველაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება - მარიამ ქვრივიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები