ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მკვეთრად შემცირდა

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილება მკვეთრად შემცირდა. ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, სრუტე ორშაბათს მხოლოდ ოთხმა სატვირთო გემმა გადაკვეთა. ასევე, გემების მოძრაობის კლება დაფიქსირდა ბაბ-ელ-მანდების სრუტეშიც.

ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მკვეთრად შემცირდა
ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მკვეთრად შემცირდაBM.GE

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილება კიდევ უფრო მეტად შემცირდა. ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, ორშაბათს სრუტე მხოლოდ ოთხმა სატვირთო გემმა გადაკვეთა, მაშინ როდესაც წინა დღეს ეს მაჩვენებელი ათს შეადგენდა.

არსებული ინფორმაციით, სრუტიდან ორი მშრალი ტვირთის გადამზიდი ხომალდი გამოვიდა, ხოლო ორი ნავთობტანკერი - შევიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტატისტიკაში არ შედიან ის გემები, რომლებიც უსაფრთხოების რისკების გამო საიდენტიფიკაციო სისტემებს თიშავენ და გადაადგილებას ფარულად ახორციელებენ.

ამას გარდა, გემების მოძრაობის კლება დაფიქსირდა ბაბ-ელ-მანდების სრუტეშიც, სადაც Kpler-ის მონაცემებით, ტრანზიტი 28-დან 21 ერთეულამდე შემცირდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 თებერვალს ირანის ომის დაწყებამდე, ჰორმუზის სრუტეს ყოველდღიურად საშუალოდ 125 მსხვილი კომერციული ხომალდი გადიოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჰორმუზის სრუტესთან სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი გემი ჩაიძირაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები