ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ზურაბიშვილი: ჩვენ არ ვურიგდებით იმას, რაც ხდება, ახალგაზრდები 667 დღეა დგანან თბილისის ქუჩებში და იდგებიან, სანამ საჭირო იქნება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ახალგაზრდები თბილისის ქუჩებში პროტესტს აგრძელებენ და არ ურიგდებიან მიმდინარე მოვლენებს. მან ასევე ისაუბრა უფრო ენერგიული და ნაკლებად შეზღუდული დიპლომატების საჭიროებაზე.

ზურაბიშვილი: ჩვენ არ ვურიგდებით იმას, რაც ხდება, ახალგაზრდები 667 დღეა დგანან თბილისის ქუჩებში და იდგებიან, სანამ საჭირო იქნება
ზურაბიშვილი: ჩვენ არ ვურიგდებით იმას, რაც ხდება, ახალგაზრდები 667 დღეა დგანან თბილისის ქუჩებში და იდგებიან, სანამ საჭირო იქნებაTV პირველი

"ჩვენ არ ვურიგდებით იმას, რაც ხდება, ახალგაზრდები 667 დღეა დგანან თბილისის ქუჩებში და იდგებიან მანამ, სანამ საჭირო იქნება" - ამის შესახებ საფრანგეთში ვიზით მყოფმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა დიპლომატიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა,

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან საუბრისას განმარტა, რომ სწორედ ქუჩის პროტესტია ახალგაზრდებისთვის ტრადიციული გზა ბრძოლისა და იმის გამოხატვისა, თუ როგორ არ ეთანხმებიან იმას, რაც მათი ქვეყნის თავს ხდება.

ჩვენ არ ვურიგდებით იმას, რაც ხდება. ახალგაზრდობის ძალა სწორედ ეს არის - იციან, რომ მომავალი მათია, ამიტომ უნდა იბრძოლონ მომავლისთვის და სწორედ ამიტომ არიან ასე მედგრად. ისინი უკვე 667 დღეა დგანან თბილისის ქუჩებში და იდგებიან მანამ, სანამ საჭირო იქნება - სრულიად მშვიდობიანად. ეს არის მათი ტრადიციული გზა ბრძოლისა და იმის გამოხატვისა, თუ როგორ არ ეთანხმებიან იმას, რაც მათი ქვეყნის თავს ხდება".- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრაზე მეხუთე პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უფრო ენერგიული და ნაკლებად შეზღუდული დიპლომატების საჭიროებაზე.

უდავოა, რომ გვჭირდება უფრო ენერგიული და ნაკლებად შეზღუდული დიპლომატები. ახლად ჩამოსულები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ. სწორედ დიპლომატები არიან ისინი, ვისაც ხალხი ხედავს და ვისი ხმაც ესმით.

მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის". - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ არ ვურიგდებით იმას, რაც ხდება, ახალგაზრდები 667 დღეა დგანან თბილისის ქუჩებში და იდგებიან მანამ, სანამ საჭირო იქნება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.