ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ - ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა და დიპლომატიურ კორპუსში უფრო აქტიური პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, პარიზში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა - ინფორმაციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ყოფილი პრეზიდენტი დიპლომატიურ კორპუსში უფრო აქტიური და მკაფიო პოზიციების დაფიქსირების აუცილებლობაზე საუბრობს.
ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ქცევის გამო ახალი დიპლომატები ხშირად სიფრთხილეს იჩენენ, მაშინ, როცა საზოგადოებას ქვეყნის შიგნით მტკიცე, დასავლური ხმის მოსმენა სჭირდება - ასეთია ზურაბიშვილის პოზიცია.
„უდავოა, რომ გვჭირდება უფრო ენერგიული და ნაკლებად შეზღუდული დიპლომატები. ახლად ჩამოსულები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ. სწორედ დიპლომატები არიან ისინი, ვისაც ხალხი ხედავს და ვისი ხმაც ესმით. მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ციტატები სტატიიდან
„უდავოა, რომ გვჭირდება უფრო ენერგიული და ნაკლებად შეზღუდული დიპლომატები. ახლად ჩამოსულები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ. სწორედ დიპლომატები არიან ისინი, ვისაც ხალხი ხედავს და ვისი ხმაც ესმით. მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.