ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ალექსანდრ სტუბმა რუსეთის მხრიდან თავდასხმების ფონზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინელ კოლეგას ალექსანდრ სტუბს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დარტყმებისა და ტერორის ესკალაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა განიხილეს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა, F-16-ების და საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ალექსანდრ სტუბმა რუსეთის მხრიდან თავდასხმების ფონზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ალექსანდრ სტუბმა რუსეთის მხრიდან თავდასხმების ფონზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილესინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინელ კოლეგას, ალექსანდრ სტუბს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ შექმნილ ვითარებასა და ქვეყნის წინააღმდეგ ტერორის ახალი ესკალაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია , - ამის შესახებ უკრაინული მედია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

პრეზიდენტებმა განიხილეს, რამ შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინის თავდაცვას, გააძლიეროს F-16-ები და ზოგადად, საჰაერო თავდაცვის სისტემა.

„თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში, ღამიდან მოყოლებული, კიევსა და ჩვენს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში საჰაერო განგაში გრძელდება, მუდმივი საფრთხე რჩება რეაქტიული „შაჰიდებისგან“. ღამით, ასევე, განხორციელდა დარტყმები ბალისტიკური რაკეტებით”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქისა და კიევის ოლქის ენერგეტიკული სექტორი იყო.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.