პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური დარტყმებით ემზადება

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევსა და რეგიონებს 172 დრონითა და 36 ბალისტიკური რაკეტით შეუტია და მოლაპარაკებებისთვის ენერგოსისტემაზე დარტყმით ემზადება. უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის კონგრესს დახმარების გაგრძელებისა და პუტინის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური დარტყმებით ემზადება
ინტერპრესნიუსი

რუსეთი სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური დარტყმებით ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამეს, რუსულმა ძალებმა კიევისა და მიმდებარე რეგიონების მიმართულებით 172 დრონი და 36 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

„დედაქალაქი ელექტროენერგიის, წყლისა და თბომომარაგების მხრივ სერიოზული პრობლემების წინაშეა. კიევის ოლქში დარტყმა განხორციელდა ქვესადგურზე, რომელიც რივნესა და ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურებს კიევთან და უკრაინის ცენტრალურ რეგიონებთან აკავშირებს. ასევე, ქვესადგურები დაზიანდა ვინიცის, ჟიტომირის, რივნეს, ხარკოვისა და დნიპროს ოლქებში“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ აშშ-დან ორმხრივი მხარდაჭერა გაიზრდება.

„ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინას მეტ ყურადღებას დაუთმობს, რადგან რუსეთი თავდასხმების რაოდენობას ზრდის. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის დარჩეს. ვიმედოვნებთ, რომ ორივე პარტია ერთიანი იქნება უსაფრთხოების, უკრაინის მხარდაჭერის, რუსული აგრესიის დაგმობისა და პუტინის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების საკითხების ირგვლივ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დედაქალაქი ელექტროენერგიის, წყლისა და თბომომარაგების მხრივ სერიოზული პრობლემების წინაშეა. კიევის ოლქში დარტყმა განხორციელდა ქვესადგურზე, რომელიც რივნესა და ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურებს კიევთან და უკრაინის ცენტრალურ რეგიონებთან აკავშირებს. ასევე, ქვესადგურები დაზიანდა ვინიცის, ჟიტომირის, რივნეს, ხარკოვისა და დნიპროს ოლქებში“
„ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინას მეტ ყურადღებას დაუთმობს, რადგან რუსეთი თავდასხმების რაოდენობას ზრდის. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის დარჩეს. ვიმედოვნებთ, რომ ორივე პარტია ერთიანი იქნება უსაფრთხოების, უკრაინის მხარდაჭერის, რუსული აგრესიის დაგმობისა და პუტინის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების საკითხების ირგვლივ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევში უმძიმესი ენერგოკრიზისია - უკრაინა აღდგენით სამუშაოებში შეიარაღებულ ძალების ჩართვას აპირებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები