ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფი ტემპებით განვითარებას, რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, რომ აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოში საშუალო მაჩვენებელი 7.6% იყო. მისი თქმით, რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება საგარეო ვაჭრობისა და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით, ხოლო მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სტრუქტურულ რეფორმებს აგრძელებს.

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფი ტემპებით განვითარებას, რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფი ტემპებით განვითარებას, რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებითრუსთავი 2

„საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფი ტემპებით განვითარებას, აგვისტოს თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარი-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ს გაუტოლდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის ბოლო მონაცემების შეფასებისას ხაზი გაუსვა, რომ ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მასში არაერთ სექტორს შეაქვს მაღალი კონტრიბუცია, მათ შორის - დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, ჯანდაცვის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და სხვა სექტორებს.

„აქვე უნდა აღინიშნოს, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები - რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით. ხაზს გავუსვამდი ადგილობრივი ექსპორტის ზრდის მაჩვენებელს, რომელიც 63%-ს აჭარბებს და რეკორდულ 3.3 მლრდ აშშ დოლარს აღწევს“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ არსებული შედეგების ფონზე არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ზრდის მიმართულებით დაადასტურა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამასთან, ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული დაზუსტება ხდება იმ ფონზე, როცა რეგიონის არაერთი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირების მიმართულებით კორექტირდება.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ერთი მხრივ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მეორე მხრივ კი სტრუქტურული რეფორმების გატარებას, რომლებიც, მათ შორის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზეა მიმართული და საბოლოო ჯამში პროდუქტიულობის ზრდას უწყობს ხელს, რაც განაპირობებს საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებულ შედეგებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფი ტემპებით განვითარებას, აგვისტოს თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარი-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ს გაუტოლდა“
ვახტანგ ცინცაძე
„აქვე უნდა აღინიშნოს, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები - რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით. ხაზს გავუსვამდი ადგილობრივი ექსპორტის ზრდის მაჩვენებელს, რომელიც 63%-ს აჭარბებს და რეკორდულ 3.3 მლრდ აშშ დოლარს აღწევს“
ვახტანგ ცინცაძე
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ერთი მხრივ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მეორე მხრივ კი სტრუქტურული რეფორმების გატარებას, რომლებიც, მათ შორის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზეა მიმართული და საბოლოო ჯამში პროდუქტიულობის ზრდას უწყობს ხელს, რაც განაპირობებს საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებულ შედეგებს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.