პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პუტინი აფხაზეთს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს

ქართული ოცნება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას 30 სექტემბერს აღსანიშნავი გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს.

პუტინი აფხაზეთს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს
ნეტგაზეთი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას 30 სექტემბერს აღსანიშნავი გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

პუტინმა მილოცვაში განაცხადა, რომ ეს დღესასწაული „აფხაზი ხალხის სიმტკიცის, სიმამაცისა და ერთიანობის სიმბოლოა“.

მისივე თქმით, რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები „მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მომავალშიც გაძლიერდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებში“, – წერს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი გააგრძელებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის დახმარების გაწევას „სახელმწიფო მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების“ გადაწყვეტაში.

პუტინმა გუნბას ჯანმრთელობა და წარმატებები, აფხაზეთის მცხოვრებლებს კი ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვა. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის მილოცვის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

აფხაზეთი 30 სექტემბერს აფხაზეთის ომში გამარჯვების 33-ე წლისთავსა და დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებით, 1992–1993 წლებში აფხაზმა ხალხმა „საქართველოს შეიარაღებულ აგრესიას“ წინააღმდეგობა გაუწია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აფხაზურ მხარეს მხარს უჭერდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან, რუსეთის სამხრეთ რეგიონებიდან ჩასული მოხალისეები და უცხოეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები.

უწყების განცხადებითვე, გასული სამი ათწლეულის განმავლობაში აფხაზეთმა, „მრავალწლიანი ბლოკადისა და გარე ძალების იზოლაციის მცდელობის მიუხედავად“, საკუთარი თავი „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ წარმოაჩინა.

“აფხაზეთი აგრძელებს საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებას, ხოლო საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებად რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული მოკავშირეობის განვითარება რჩება”.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის აღიარებამ“ რეგიონში „მშვიდობისა და სტაბილურობის საიმედო გარანტიები“ შექმნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა
  2. ფორმულაოპოზიციურიპუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” მიულოცა
  3. ტაბულაოპოზიციურიპუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთს "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე" მიულოცა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აფხაზეთში რუსეთის მონაწილეობით საბრძოლო მზადყოფნის წვრთნები ტარდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები