პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულები მოქალაქეებს ბიზნესსაქმიანობისთვის დროებითი თანხის სანაცვლოდ მაღალ სარგებელს ჰპირდებოდნენ, თუმცა თანხები არ დააბრუნეს, რამაც 275 000 ლარის ზიანი გამოიწვია. დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
რუსთავი 2

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარი ბიზნესსაქმიანობისთვის მოქალაქეებს დროებით თანხის გადაცემის სანაცვლოდ, ყოველთვიური სარგებლის გადახდას და შეთანხმებულ ვადაში ძირითადი თანხის დაბრუნებას ჰპირდებოდნენ, თუმცა არც შეთანხმებული სარგებელი გადაიხადეს და არც ძირითადი თანხები დააბრუნეს. ბრალდებულების ქმედებების შედეგად დაზარალებულებს 275 000 ლარის ზიანი მიადგათ.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ( თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ) და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ," -

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოთბილისში ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - შსს
  2. ალიაოპოზიციურიგაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია
  3. ტაბულაოპოზიციურითაღლითურად დაეუფლნენ 275 000 ლარს - დაკავებულია 2 პირი
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები